Wednesday, November 20, 2019


სოციალური პროექტი
ხელნაკეთი რესურსები სკოლას’’
ავტორი -სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი
კლასი - .მე4-1...
პერიოდი - 1 .2019-15 .11.2019 წ.
მონაწილეები- კლასის  მოსწავლეები, მშობლები, და მასწავლებელი.

 

პროექტის რეფლექსია:

 პროექტის დაწყებამდე  მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ    მოსწავლეების  და მშობლების მზაობა იყო მაღალი და იყვნენ მზად  სოციალური აქტივობის განსახორციელებლად.მშობლები მიიჩნევენ, რომ პროექტში ჩართვა  დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მაჩვენებლებზე და უფრო გამყარდება საქმიანი ურთიერთობა , მეტს გაიგებენ სკოლის ცხოვრების შესახებ.
დადგენილ ვადებში და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო. შედეგი - სწავლის აკადემიური დონე ამაღლდა.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.  პროექტის  ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებლების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული  კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობდა სკოლის რამდენიმე კლასი და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქცეულიყო  ტრადიციად ,  ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი იყო წარმატებული.
......
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა მშობლების ჩართულობის  პოპულარიზაცია, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება  ბავშვებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
15.11.2019 წ.











სოციალური პროექტი
 ,,ჩვენთან სიკეთეა

პროექტის ავტორი:  .სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი....რუსუდან შოშიაშვილი
პროექტის რეფლექსია:
 პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა, გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ    მოსწავლეებიცა  და მშობლებიც  სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ, მოეფერონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ  მოხუცებს.
მითითებულ ვადებში  კლასის მონაწილეობით შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად  მონაწილეობდნენ, როგორც  მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
 მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართულნი ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავსს სასკოლო პროექტებში.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.  პროექტის  ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მასში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული მეხუთე ეტაპი იყო, როცა მოსწავლეები უშუალოდ შეხვდენენ მოხუცებს, გამართეს მათთვის  ღონისძიებები და გადასცეს  საჩუქრები.
პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა,სკოლის პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ.
 რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა ქველმოქმედების პოპულარიზაცია, რაც  ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას  ბავშვებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.

25.11.2019 წ.











სოციალური პროექტი
 ,,ვეხმარებით დედებს

პროექტის ავტორი:  ..სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი..
პროექტის რეფლექსია:

    დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ, პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ    მოსწავლეებიცა  და მშობლებიც  სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ  მრავალშვილიან დედას და მის შვილებს.
 მითითებულ ვადებში  კლასის მონაწილეობით შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად  მონაწილეობდნენ, როგორც  მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
 მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.  პროექტის  ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული მეხუთე ეტაპი იყო, როცა მოსწავლეები უშუალოდ შეხვდენენ მრავალშვილიან დედას, გამართეს გიორგობის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება და მას გადასცეს  საჩუქრები.
პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი,რომ პროექტში მონაწილეობდა მთელი კლასი.
.......
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა ქველმოქმედების პოპულარიზაცია, რაც  ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას  ბავშვებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
2019 წლის 14 ნოემბერი.














სოციალური პროექტი -  
ლამაზი ეზო- სკოლის სახეა

ავტორი - სსიპ 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი….
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი -მე 4-1......
პერიოდი 2019 -2020 სასწავლო წელი-

პროექტის რეფლექსია:
 პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებისა და განსახორციელებელი ამოცანების თემების წარმოჩენას. კითხვარი დარიგდა მოსწავლეებსა და მშობლებში.  მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა, რომ მოსწავლეები სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, გაამწვანონ სკოლის ტერიტორია, გაუფრთხილდენენ თავიანთ ეზოს და  სკოლას.
 დაგეგმილ  ვადებში  კლასის მონაწილეობით დარგეს და მოუარეს ნერგებს, დაალაგეს და მოუარეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.  ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლაში მოეტანა ყვავილები,რათა  ეზრუნათ სკოლასა და ეკოლოგიაზე. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
დავალაგეთ ტერიტოტია , დავრგეთ   სეზონური ნერგები  სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეები სიხარულით მონაწილეობდნენ აქტივობაში და თვალსაჩინო იყო, რომ მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
მესამე ეტაპი იყო სკოლის ტერიტორიის მოვლა და ყვავილების დარგვა. განსაკუთრებულად აქტიურნი იყვნენ მოსწავლეები ...
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში, შესრულებულია. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა და განმეხორციელებინა პარალელური ან სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
2019 წლის19 ნოემბერი.


სოციალური პროექტი -
ჩვენი  ზღაპრული ბიბლიოთეკა
პედაგოგი -სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან შოშიაშვილი ...
პროექტის რეფლექსია:
პროექტს საფუძვლად დაედო მე-4 კლასის მოსწავლეთა ინიციატივა სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის  შეძლებისდაგვარად გაუმჯობესების შესახებ. მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არაერთგზის მცდელობისა, ბიბლიოთეკა კვლავ საჭიროებს წიგნადი ფონდით გამდიდრებას.. ამიტომ შემუშავდა ამოცანები, რომლებსაც   მოსწავლეები განახორციელბდნენ მშობლებთან, მასწავლებელთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, რაც კიდევ მეტად დააკავშირებდა მათ ერთმანეთთან, გააღრმავებდა თანამშრომლობისა და კეთილგანწყობის გარემოს:
1.I ეტპაზე შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით - შესრულდა წარმატებით. სულ - 51 კგ.
2. II ეტაპზე მაკულატურისგან მიღებული თანხით/ან გაცვლით შევიძინოთ წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასაახლებლად - სკოლის დანარჩენ კლასებთან ერთად შევიძინეთ წიგნები;
3. III ეტაპზე გამოცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დახატავენ მათთვის სასურველი სკოლის ბიბლიოთეკის შენობას. გამოვლინდება გამარჯვებული - მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კონკურსში, გამოვლინდა კლასის გამარჯვებული ნახატები, რომლების საერთო სასკოლო კონკურსში მიიღებდნენ მონაწილეობას;
4.  IV  ეტაპზე ჩაერთვებიან კლასის მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, შეასრულონ სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრების პროექტი. გამოვლინდება გამარჯვებული ნამუშევარი
5. ნახატების კონკურსის „ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკა“თანამედროვე წიგნადი ფონდით- გამარჯვებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უმეტესობა შეუფერხებლად განხორციელდა. აღნიშნულმა აქტივობამ გაზარდა კლასის მოსწავლეებში  თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობა, ხელი შეუწყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებას.
დაიგეგმა ყოველწლიური აქცია სკოლის ბიბლიოთეკის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა…..
29 .11.2019......






სოციალური პროექტი
ხელნაკეთი რესურსები ჩვენი გაკვეთილებისათვის’’

ავტორი - სსიპ თბილისის 84 ესაჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი...
კლასი -მე 4-1 ....
პერიოდი1 .11  .2019- 15/11 .2019 წ.
მონაწილეები- კლასის  მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგი,
თემის აქტუალობა-  თანამედროვე სამყაროში სათანადო რესურსების გამოყენებით სასწავლო პროცესის  დაგეგმვა და წარმართვა აქტუალურია ყველა საგანში, მათ შორის მუსიკის სწავლების დროს.საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა კლასში, სწავლების ნებისმიერ  საფეხურზე, მაგრამ აქვე უნდა განვსაზღვროთ ისიც, სად და როგორ ვიყენებთ ამ რესურსებს, და ისიც, თუ რა მოცულობითა და სიხშირით გამოვიყენებთ რესურსებს  გაკვეთილებზე. რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიენტირებული იყოს? რა კონკრეტული რჩევები  უნდა მივცეთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს? 
   დროა მასწავალებლებმა და მშობლებმა გააცნობიერონ თავიანთი უმნიშვნელოვანესი როლი მოსწავლეთა ცხოვრებაში და   ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას . სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.(ეროვნული სასწავლო გეგმა, თავი II. მუხლი 8, თბილისი, 2011 ).     რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიიტირებული იყოს?
პროექტის მიზანი- იყო დაგვედგინა, თუ როგორ  და რა ხელნაკეთი  რესურსებით უნდა  ავამაღლოთ სწავლსადმი  ინტერესი და მოტივაცია;როგორ მოქმედებს რესურსების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხზე და რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე  ორიენტირებული იყოს.  სკოლისა და ოჯახის მჭიდრო პარტნიორობით   სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება .
 პროექტის ამოცანები
 1 - სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა ჩართულობის სტიმულირება.
2 - მოხალისე მშობელთა შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხალისეობის დანერგვის შემუშავება.
3- მშობელთა ჩართულობით  ხელნაკეთი რესურსების შექმნა
4  სკოლის თემის ჩართვა  პროექტის მიმდინარეობაში და საბოლოო დასკვნითი ღონისძიებაში.

განხორციელების გზები:
1        პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების  დამუშავება;
2         კითხვარის შედგენა;
3         შეხვედრა    კლასის მშობლებთან;
4         აქტივობათა - ხელნაკეთი რესურსების შექმნა  გაკვეთილისთვის პრაქტიკული განხორციელება;
5         კითხვარების დამუშავება ,  შედეგების ანალიზი;
6         საბოლოო შეხვედრა- მრგვალი მაგიდა , რომელსაც დაესწრებიან  პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებელი.
  მოსალოდნელი  მოკლევადიანი შედეგი
   პროექტი  ეფექტურად იმუშავებს სასწავლო  პროცესის სამივე რგოლის- სკოლა -მოსწავლე - მშობელი -  გააქტიურებაზე.  სასწავლო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს , სახალისოს. 
    განმტკიცდება პოზიტიური დამოკიდებულება  საგნის მიმართ, გაუმჯობესდება ურთიერთობა  მასწავლებელსა და მშობელს შორის.
      მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი
  პროექტი გაზომავს , რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა - სწავლების ხარისხს; აამაღლებს მშობელთა ცნობიერებას სასკოლო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ.
  რესურსები -მუსიკალური საკრავების მუყაოს მოდელების შექმნისთვის საჭირო  მასალა:
 ელექტრონული - word excel power point.; ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
საკანცელარიო- მუყაო,თაბახის ფურცლები, მარკერები,ფლომასტერი,საღებავი, წებო
საყოფაცხოვრებო- საკერავი ძაფი, ტყავი,საქსოვი ძაფი.
                                 
შედეგები შეფასდება:
1-     მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგებით, ჩართული მშობლების რაოდენობითა და მათი გამოხმაურეის საფუძველზე;
2-     შექმნილი ხელნაკეთთა რესურსების რაოდენობით ;
3-     მასწავლებლის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.  

    პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი

 შიდა მონიტორინგი - პროექტის ავტორი თავად აკვირდება მიმდინარეობას და შედეგს.
გარე მონიტორინგი- ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგს.
     
  შესაძლო რისკები:
  
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის  კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის  საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვაზე ან ხელნაკეთი რესურსი არ გამოვიდეს სათანადო პარამეტრის .ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობლების  მოტივაციის ასამაღლებლად და შეირჩევა შესაქმნელი  რესურსის უფრო მარტივი ვარიანტი .

15 .11.2019 წ.