Wednesday, November 20, 2019


სოციალური პროექტი
 ,,ვეხმარებით დედებს

პროექტის ავტორი:  ..სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი..
პროექტის რეფლექსია:

    დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ, პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ    მოსწავლეებიცა  და მშობლებიც  სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ  მრავალშვილიან დედას და მის შვილებს.
 მითითებულ ვადებში  კლასის მონაწილეობით შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად  მონაწილეობდნენ, როგორც  მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
 მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.  პროექტის  ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული მეხუთე ეტაპი იყო, როცა მოსწავლეები უშუალოდ შეხვდენენ მრავალშვილიან დედას, გამართეს გიორგობის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება და მას გადასცეს  საჩუქრები.
პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი,რომ პროექტში მონაწილეობდა მთელი კლასი.
.......
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა ქველმოქმედების პოპულარიზაცია, რაც  ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას  ბავშვებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
2019 წლის 14 ნოემბერი.













No comments:

Post a Comment