სოციალური
პროექტი -
„ლამაზი ეზო- სკოლის სახეა“
ავტორი - სსიპ თბილისისა 84-ე..... საჯარო სკოლის
მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი...
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი -.მე-4 -1......
პერიოდი -2.10 2019-16.11.2019 წ.წ.
თემის აქტუალობა
გარემოს დაბინძურებით
გამოწვეული პრობლემა აქტუალლობას არ კარგავს,
რადგან ადამიანების დაუფიქრებლობით, ხდება წყლის, ჰაერის, ბუნების,
დაბინძურება, რაც მავნე ზემოქმედებას იწვევს ზოგადად
მოსახლეობაზე, დაბინძურებული გარემო ზიანს აყენებს ადამიანის
ჯანმთელობას, რისი ცოდნაც უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა
და მშობელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, მკაფიო
წარმოდგენა შეუქმნათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ბუნებას,
რა დადებითი გავლენა აქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის,
გარემოს დაცვის პრობლება არის ძალიან აქტუალური მთელ
მსოფლიოში და გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.
ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.ამის გათვალისწინებით
ძალიან აქტუალურია
ახალგაზრდებისათვის პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის
თვისების აღმოჩენა. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ
სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს
თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებებოს განვითარების კუთხით. მართალია,
მოსწავლეებში ამ თვისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები
უწყობენ ხელს, მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული
ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა,
ასეთები კი მათი მშობლები არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი კლასის მოსწავლეების
და მათი მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს
მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა და
ღირებულებების მიმართ
საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება;
ბ)
ბუნებრივი გარემო
პირობების შენარჩუნება
და დაცვა;
გ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე თესავენ მცენარეებს შემდგომი დარგვისთვის ნიადაგში , უვლიან
და ამრავლებენ ყვავილებს ;
2. II ალაგებენ
სკოლის და/ან მიმდებარე ტერიტორიას.
3.III ეტაპზე რგავენ და უვლიან ნერგებს და ყვავილებს;
4.კლასის მოსწავლეები/მშობლები პროექტში ჩართავენ სხვა
კლასის/კლასების მოსწავლეებსა და მშობლებს, სკოლის თემის ჩართვით სკოლაში მოეწყობა
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის: ნერგების და სხვა მცენარეების
შეგროვება, ხეების დარგვისა და საქველმოქმედო
ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია,
რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების
შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის
მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი
წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან
სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
ყვავილები, ნერგები, საკანცელარიო
- თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.დალაგებული ტერიტორიის რაოდენობით;
2.დარგული მცენარეების რაოდენობით;
3.საქველმოქმედო დახმარებაში აქტივობით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობით
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე
განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი,
პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა
და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების
გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ
შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად, ღია კარის დღეები, კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს
მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
2019.წლის 19 ნოემბერი...................
No comments:
Post a Comment