სოციალური პროექტი
,,ჩვენთან სიკეთეა“
პროექტის ავტორი: .სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი....რუსუდან
შოშიაშვილი
პროექტის რეფლექსია:
პროექტის პირველ
ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა, გამეგო, როგორი იყო
სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა,
რომ მოსწავლეებიცა და მშობლებიც
სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით
მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, დაეხმარონ, მოეფერონ და ერთი ლამაზი
დღე აჩუქონ მოხუცებს.
მითითებულ ვადებში
კლასის მონაწილეობით შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის
ფარგლებში სკოლაში მოეტანა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. შეთანხმებული
და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
მოსწავლეები
სიხარულით იყვნენ ჩართულნი ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით.
სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავსს სასკოლო პროექტებში.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და
ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და
ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია. პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მასში მოსწავლეთა
ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად
იგრძნობოდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული მეხუთე ეტაპი იყო, როცა
მოსწავლეები უშუალოდ შეხვდენენ მოხუცებს, გამართეს მათთვის ღონისძიებები და გადასცეს საჩუქრები.
პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა,სკოლის
პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა, პროექტის
დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისთვისაც,
რათა მოგვეხდინა ქველმოქმედების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას
ბავშვებში.
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა
და დამატებულა აქტივობა.
25.11.2019 წ.
No comments:
Post a Comment