Wednesday, November 20, 2019


სოციალური პროექტი
ხელნაკეთი რესურსები ჩვენი გაკვეთილებისათვის’’

ავტორი - სსიპ თბილისის 84 ესაჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი...
კლასი -მე 4-1 ....
პერიოდი1 .11  .2019- 15/11 .2019 წ.
მონაწილეები- კლასის  მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგი,
თემის აქტუალობა-  თანამედროვე სამყაროში სათანადო რესურსების გამოყენებით სასწავლო პროცესის  დაგეგმვა და წარმართვა აქტუალურია ყველა საგანში, მათ შორის მუსიკის სწავლების დროს.საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა კლასში, სწავლების ნებისმიერ  საფეხურზე, მაგრამ აქვე უნდა განვსაზღვროთ ისიც, სად და როგორ ვიყენებთ ამ რესურსებს, და ისიც, თუ რა მოცულობითა და სიხშირით გამოვიყენებთ რესურსებს  გაკვეთილებზე. რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიენტირებული იყოს? რა კონკრეტული რჩევები  უნდა მივცეთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს? 
   დროა მასწავალებლებმა და მშობლებმა გააცნობიერონ თავიანთი უმნიშვნელოვანესი როლი მოსწავლეთა ცხოვრებაში და   ერთმანეთთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას . სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.(ეროვნული სასწავლო გეგმა, თავი II. მუხლი 8, თბილისი, 2011 ).     რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიიტირებული იყოს?
პროექტის მიზანი- იყო დაგვედგინა, თუ როგორ  და რა ხელნაკეთი  რესურსებით უნდა  ავამაღლოთ სწავლსადმი  ინტერესი და მოტივაცია;როგორ მოქმედებს რესურსების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხზე და რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე  ორიენტირებული იყოს.  სკოლისა და ოჯახის მჭიდრო პარტნიორობით   სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება .
 პროექტის ამოცანები
 1 - სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა ჩართულობის სტიმულირება.
2 - მოხალისე მშობელთა შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხალისეობის დანერგვის შემუშავება.
3- მშობელთა ჩართულობით  ხელნაკეთი რესურსების შექმნა
4  სკოლის თემის ჩართვა  პროექტის მიმდინარეობაში და საბოლოო დასკვნითი ღონისძიებაში.

განხორციელების გზები:
1        პროექტის იდეის, მიზნისა და ამოცანების  დამუშავება;
2         კითხვარის შედგენა;
3         შეხვედრა    კლასის მშობლებთან;
4         აქტივობათა - ხელნაკეთი რესურსების შექმნა  გაკვეთილისთვის პრაქტიკული განხორციელება;
5         კითხვარების დამუშავება ,  შედეგების ანალიზი;
6         საბოლოო შეხვედრა- მრგვალი მაგიდა , რომელსაც დაესწრებიან  პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებელი.
  მოსალოდნელი  მოკლევადიანი შედეგი
   პროექტი  ეფექტურად იმუშავებს სასწავლო  პროცესის სამივე რგოლის- სკოლა -მოსწავლე - მშობელი -  გააქტიურებაზე.  სასწავლო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს , სახალისოს. 
    განმტკიცდება პოზიტიური დამოკიდებულება  საგნის მიმართ, გაუმჯობესდება ურთიერთობა  მასწავლებელსა და მშობელს შორის.
      მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი
  პროექტი გაზომავს , რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა - სწავლების ხარისხს; აამაღლებს მშობელთა ცნობიერებას სასკოლო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ.
  რესურსები -მუსიკალური საკრავების მუყაოს მოდელების შექმნისთვის საჭირო  მასალა:
 ელექტრონული - word excel power point.; ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
საკანცელარიო- მუყაო,თაბახის ფურცლები, მარკერები,ფლომასტერი,საღებავი, წებო
საყოფაცხოვრებო- საკერავი ძაფი, ტყავი,საქსოვი ძაფი.
                                 
შედეგები შეფასდება:
1-     მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგებით, ჩართული მშობლების რაოდენობითა და მათი გამოხმაურეის საფუძველზე;
2-     შექმნილი ხელნაკეთთა რესურსების რაოდენობით ;
3-     მასწავლებლის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.  

    პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი

 შიდა მონიტორინგი - პროექტის ავტორი თავად აკვირდება მიმდინარეობას და შედეგს.
გარე მონიტორინგი- ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგს.
     
  შესაძლო რისკები:
  
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის  კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის  საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვაზე ან ხელნაკეთი რესურსი არ გამოვიდეს სათანადო პარამეტრის .ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობლების  მოტივაციის ასამაღლებლად და შეირჩევა შესაქმნელი  რესურსის უფრო მარტივი ვარიანტი .

15 .11.2019 წ.




No comments:

Post a Comment