Wednesday, November 20, 2019


სოციალური პროექტი
საოცარი დედა’’.
ავტორი - სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი 



რუსუდან   შოშიაშვილი

კლასი - 4-1
პერიოდი 21.10-2019- 4.11.2019 სასწავლო წელი.
მონაწილეები- სკოლის მოსწავლეები და  მშობლები

თემის აქტუალობა
 დედა არის სიტყვა, რომლითაც ადამიანი იწყებს სიცოცხლეს და რომლითაც ამთავრებს. იგი სულ პირველად გაუბედავად ამოფრინდება ჩვილის შეთრთოლებული ბაგეებიდან .

                     დედა, ვიტყვით და გულში ინათებს,
                     დედის სახელი მზით ნაქარგია,
                    დედა სინათლე, დედა სიმართლე,
                     დედა ყოველი რაც კი კარგია.

დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის, მაგრამ, ჩვეულებრივ, დედებს შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ბავშვებზე ზრუნვას მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული პოტენციალის გამოსავლენად კარიერის გაკეთება სჭირდება. ჩვენ ვაფასებთ და ვამაყობთ დედებით, ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების   მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა  და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები: ორგანიზება_ ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების შეგროვება და მრავალშვილიან დედასთან ოჯახში მიტანა.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
 პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი  მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3. III ეტაპი - მზადება გიორგობის  ღონისძიებისთვის.
4. IVეტაპი -მრავალშვილიან დედასთან-  სახლში  სტუმრობა ;
5. V ეტაპი -გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და  შეგროვილი ,საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის გადაცემა.

განხორციელების გზები -
1.      პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.      მშობელთა კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებელსა და  მშობლებს შორის პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა;
5.  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
6.  აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
ა)  ტანსაცმლის შეგროვება;
ბ)  პროდუქტის შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ) მრავალშვილიან დედასთან სახლში   ტანსაცმლის, საკვები  პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებელი და მოსწავლეები.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ ადამინის მიმართ, რომლიც სოციალურად დაუცველია და მარტოხელა დედაა ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მარტოხელა დედების   დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის  რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის  რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობით
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობით
დაკვირვებით:
1.      მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქტის შეგროვებისა და დარიგების  პროცესს;
გარე მონიტორინგი - ჯგუფი აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ მარავალშვილიანი დედასთან  წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო გიორგობის დღესასწაულისათვის მობილიზება.


No comments:

Post a Comment