სოციალური
პროექტი -
„ჩვენი
ზღაპრული ბიბლიოთეკა“
პედაგოგი -სსიპ
თბილისის 84-ე საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან შოშიაშვილი ...
პროექტის რეფლექსია:
პროექტს საფუძვლად დაედო მე-4 კლასის მოსწავლეთა ინიციატივა
სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შეძლებისდაგვარად
გაუმჯობესების შესახებ. მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არაერთგზის მცდელობისა,
ბიბლიოთეკა კვლავ საჭიროებს წიგნადი ფონდით გამდიდრებას.. ამიტომ შემუშავდა ამოცანები,
რომლებსაც მოსწავლეები განახორციელბდნენ მშობლებთან,
მასწავლებელთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, რაც კიდევ მეტად დააკავშირებდა
მათ ერთმანეთთან, გააღრმავებდა თანამშრომლობისა და კეთილგანწყობის გარემოს:
1.I ეტპაზე შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი
რაოდენობით - შესრულდა წარმატებით. სულ - 51 კგ.
2. II ეტაპზე მაკულატურისგან მიღებული თანხით/ან გაცვლით
შევიძინოთ წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასაახლებლად - სკოლის დანარჩენ
კლასებთან ერთად შევიძინეთ წიგნები;
3. III ეტაპზე გამოცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი
საოცნებო ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დახატავენ მათთვის სასურველი სკოლის
ბიბლიოთეკის შენობას. გამოვლინდება გამარჯვებული - მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კონკურსში,
გამოვლინდა კლასის გამარჯვებული ნახატები, რომლების საერთო სასკოლო კონკურსში მიიღებდნენ
მონაწილეობას;
4. IV ეტაპზე ჩაერთვებიან კლასის მოსწავლეთა მშობლები,
რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, შეასრულონ სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრების
პროექტი. გამოვლინდება გამარჯვებული ნამუშევარი
5. ნახატების კონკურსის „ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკა“თანამედროვე
წიგნადი ფონდით- გამარჯვებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უმეტესობა
შეუფერხებლად განხორციელდა. აღნიშნულმა აქტივობამ გაზარდა კლასის მოსწავლეებში თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობა,
ხელი შეუწყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებას.
დაიგეგმა ყოველწლიური აქცია სკოლის ბიბლიოთეკის გაუმჯობესების
ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა……..
29 .11.2019......
No comments:
Post a Comment