Wednesday, November 20, 2019


სოციალური პროექტი
ხელნაკეთი რესურსები სკოლას’’
ავტორი -სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი
კლასი - .მე4-1...
პერიოდი - 1 .2019-15 .11.2019 წ.
მონაწილეები- კლასის  მოსწავლეები, მშობლები, და მასწავლებელი.

 

პროექტის რეფლექსია:

 პროექტის დაწყებამდე  მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა  განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ    მოსწავლეების  და მშობლების მზაობა იყო მაღალი და იყვნენ მზად  სოციალური აქტივობის განსახორციელებლად.მშობლები მიიჩნევენ, რომ პროექტში ჩართვა  დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მაჩვენებლებზე და უფრო გამყარდება საქმიანი ურთიერთობა , მეტს გაიგებენ სკოლის ცხოვრების შესახებ.
დადგენილ ვადებში და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო. შედეგი - სწავლის აკადემიური დონე ამაღლდა.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია.  პროექტის  ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებლების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული  კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა. პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობდა სკოლის რამდენიმე კლასი და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქცეულიყო  ტრადიციად ,  ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი იყო წარმატებული.
......
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა მშობლების ჩართულობის  პოპულარიზაცია, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება  ბავშვებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
15.11.2019 წ.










No comments:

Post a Comment