სოციალური პროექტი -
„ლამაზი ეზო- სკოლის სახეა“
ავტორი - სსიპ 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან შოშიაშვილი….
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი -მე 4-1......
პერიოდი 2019 -2020 სასწავლო
წელი-
პროექტის რეფლექსია:
პროექტის პირველ
ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას
მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებისა და განსახორციელებელი
ამოცანების თემების წარმოჩენას. კითხვარი დარიგდა მოსწავლეებსა და მშობლებში. მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა, რომ მოსწავლეები სოციალური
აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ
დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, გაამწვანონ სკოლის ტერიტორია, გაუფრთხილდენენ თავიანთ
ეზოს და სკოლას.
დაგეგმილ ვადებში
კლასის მონაწილეობით დარგეს და მოუარეს ნერგებს, დაალაგეს და მოუარეს სკოლის
მიმდებარე ტერიტორიას. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის
ფარგლებში, სკოლაში მოეტანა ყვავილები,რათა ეზრუნათ სკოლასა და ეკოლოგიაზე. შეთანხმებული და
ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
დავალაგეთ ტერიტოტია , დავრგეთ სეზონური
ნერგები სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეები სიხარულით
მონაწილეობდნენ აქტივობაში და თვალსაჩინო იყო, რომ მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით.
სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
მესამე ეტაპი იყო სკოლის ტერიტორიის მოვლა და ყვავილების
დარგვა. განსაკუთრებულად აქტიურნი იყვნენ მოსწავლეები ...
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის
ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში, შესრულებულია. ყველაზე წარმატებული
პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო
ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს
სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი
შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი
მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან
და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა და
განმეხორციელებინა პარალელური ან სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.
ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს,
რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა
და დამატებულა აქტივობა.
2019 წლის19 ნოემბერი.
No comments:
Post a Comment