სოციალური პროექტი
,, მოვეფეროთ მოხუცებს’’.
ავტორი - სსიპ თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი
რუსუდან შოშიაშვილი
მონაწილეები -მე- 4 კლასის მოსწავლეები, მშობლები;
პერიოდი - - 4 10.2019 - 18.10. 2019 წ.
თემის აქტუალობა - XXI საუკუნეში
ადამიანები გაუცხოებასა და სიცივეს უჩივიან. ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ
ბავშვები სხვების დახმარებას, თანადგომასა და ადამიანური სითბო-სიყვრულის გაზიარებას.ყველა
საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, პირადი პრობლემებით დახუნძლული სხვების გულისტკივილს არაფრად
აგდებს. ამიტომაც ხშირად გავიგებთ -უფროსებს პატივს არ სცემენ... სულ გათავხედნენ...
ადგილსაც არ გვითმობენ და სხვა... აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის
მე-4 კლასის მოსწავლეების, მასწავლებლის და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა
და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და
ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
ორგანიზება და საჭირო
ნივთების შეგროვება, მოხუცთა თავშესაფრის მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები:
ტოლერანტობისა და ემპათიის
გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3. III ეტაპი - ბენეფიციართან სახლში სტუმრობა
;
5. IV ეტაპი -გიორგობის
დღესასწაულთან დაკავშირებით ტანსაცმლის
და პროდუქტების მიტანა და შეგროვილი ,საკვები
პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა.
განხორციელების გზები -
1.
პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.
მშობელთა
კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებელსა და მშობლებს შორის
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა;
6. აქტივობათა
პრაქტიკული განხორციელება:
ა) ტანსაცმლის
შეგროვება;
ბ) პროდუქტის
შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ) მოხუცთან სახლში ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებელი.
ზ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით მასწავლებლისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ სითბო და თანადგომა
იმ ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს
დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი
უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მოხუცების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობით
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობით.
დაკვირვებით:
1.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური
პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ
მოხუცთა თავშესაფარში წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით
მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო
მობილიზება.
No comments:
Post a Comment